სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონის ხუთ უბანში აქციები აკრძალეს

დღეიდან, დიდი ბრიტანეთის პოლიცია ლონდონის ხუთ უბანში 30 დღით აკრძალავს საპროტესტო აქციებს.

მეტროპოლიტენის პოლიციის სამსახურმა ამ საკითხში ნებართვა აიღო დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა დეპარტამენტიდან.

ხუთივე უბანი აგვისტოში მომხდარი გამოსვლების და პოლიციასთან დაპირისპირების ეპიცენტრი იყო.

პოლიცია იტყობინება, რომ ამ აკრძალვის დაწესება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც კონკრეტული ინფორმაცია მიიღო ძალადობისა და არეულობის შესაძლო განმეორების შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100