
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპისპირებაში გადაიზარდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, 3 კი, ჩხუბის დროს დაშავდა.
მათივე ცნობით, ერთი სამხედრო მოსამსახურე გორის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, ერთი - ინგოროყვას კლინიკაში, ერთი - "ამტელ ჰოსპიტალში", ორი დაშავებული კი უკვე სახლებში გაწერეს.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, მომხდარზე დანარჩენი დეტალები დგინდება.
კომენტარი