
ყავის ლიქიორი
მასალა:
ყავა - 24 ჩაის კოვზი
წყალი - 6 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 5 ჩაის ჭიქა
სპირტი - ჭიქანახევარი (ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი).
24 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა (შეიძლება ხსნადი ყავაც) მოვხარშოთ 6 ჩაის ჭიქა წყალში. ვხარშოთ 5 წუთი და დავდგათ რამოდენიმე საათი, რომ კრაგად გაცივდეს და დაილექოს;
შემდეგ გავწუროთ ოთხ პირ დოლბანდში, დავამატოთ 5 ჭიქა შაქრის ფხვნილი და კიდევ წამოვადუღოთ; დავამატოთ ცოტა ვანილი, როცა გაცივდება, დავასხათ ჭიქანახევარი სპირტი ან ორი ჭიქა მაგარი არაყი.
კომენტარი