
ავარია ქობულეთში - დაშავებულია 4 ადამიანი
ქობულეთთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას
წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი