
სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. შუახნის ქალის ცხედარი დილით იპოვეს. მას სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.
კომენტარი