
მიხეილ სააკაშვილის ვაჟი დაქორწინდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, ის ამ წუთისთვის აშშ-ში სწორედ შვილის ქორწილისთვის იყო ჩასული, რომელიც 30 ივნისს შედგა.
„განწყობას ვერაფერი ვერ გამიფუჭებს, ვერანაირი პროკურატურა რადგან ახლა ვიმყოფები ამერიკაში და გუშინ დავესწარი ჩემი ვაჟის, ედუარდის ქორწილს “ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას რძალი ძალიან მოსწონს.
კომენტარი