
მსოფლიოში უნიკალური მოდელი, რომელიც ჩვენებებზე ორივე სქესს წარმოადგენს
2011 წელს ჟურნალ FHM-ს მკითხველებმა ამ ქალს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებს შორის 98-ე ადგილი მიანიჭეს. მაგრამ მთავარი ინტრიგა ის გახლავთ, რომ მოდელი სინამდვილეში არა ქალი, არამედ... მამაკაცია, ან სულაც - ორივე ერთად, რადგან ფაქტია, რომ 2011 წლის იანვარში მოდელი, სახელად ანდრეი პარიზში ერთდროულად მონაწილეობდა როგორც ქალ, ასევე მამაკაც-მოდელთა ჩვენებებში. ამასთან, ქალი მან ჟან-პოლ გოტიეს ჩვენების დროს წარმოადგინა, ხოლო მამაკაცად მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე მოგვევლინა. ამის დამადასტურებელი ფოტოები ინტერნეტში გამოქვეყნდა.


კომენტარი