
"15 წლის მოზარდს, ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება, მიყენებული აქვს 4 ჭრილობა გულ-მკერდის არეში" - ინგოროყვას ექიმის პირველი კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის 19-108-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ დრონი.ჯი-ს უწყებაში განუცხადეს.
დრონი.ჯი ასევე დაუკავშირდა ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელს ექიმ კონსტანტინე მუმლაძეს. მისი განცხადებით მოზარდს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
„მოზარდი შემოვიდა მძიმე მდგომარეობით, მას მიყენებული აქვს 4 ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ამ წუთებში უტარდება ოპერაცია, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს.
კომენტარი