
ედუარდ შევარდნაძე: ნუ ლანძღავთ პუტინს
ედუარდ შევარდნაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ვლადიმერ პუტინის ლანძღვა შეწყვიტოს.
- თუკი საქართველოში პუტინთან და მთლიანად, რუსეთთან დამოკიდებულება შეიცვლება, მაშინ კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩამოყალიბდება, რის გარეშეც საქართველო ვერ იარსებებს, - განაცხადა შევარდნაძემ.
ექს-პრეზიდენტის შეფასებით, ურთიერთობის რესურსი არ არის ამოწურული. შევარდნაძე ირწმუნება, რომ პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას. საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ მოლაპარაკებებით უნდა დაიწყოს.
კომენტარი