
„მის რუსეთი-2012“ 18 წლის სმოლენსკელი სტუდენტი გახდა
3 მარტს მოსკოვში დასრულებულმა ფინალურმა ტურმა „მის რუსეთი-2012“ ტიტულის მფლობელი გამოავლინა. ყველაზე ლამაზი რუსი გოგონა ელისაბედ გოლოვანოვა გახდა.
დაახლოებით მილიონი დოლარის ღირებულების გვირგვინი წლის ყველაზე ლამაზ გოგონას შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულმა - ნატალია განტიმუროვამ და „მის მსოფლიო-2011“ ტიტულის მფლობელმა ივიან სარკოსმა დაადგეს. ამას გარდა, გოლოვანოვამ დამატებით 100 ათასი დოლარი, გრანტი განათლების მისაღებად და „მის მსოფლიოზე“ რუსეთის წარდგენის პატივი ერგო წილად.
კომენტარი