
19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული ნახეს
ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული ნახეს. დავით ტორიაშვილის ცხედარს სამართლდამცველებმა ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს. 19 წლის ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ახალგაზრდა, რომელმაც სკოლა გასულ წელს დაამთავრა, 10 დღის წინ დაიკარგა. ის ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ადგილზე ახალგაზრდა ახსოვთ, რადგან ის მაღაზიაში ნაცემი შევიდა და მეგობარს დაურეკა.
კომენტარი