
ავარია თბილისში, დაღუპულია 2 ადამიანი
გვიან ღამით ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში, მარცხენა სანაპიროზე.
მანქანაში მყოფი 3 წლის ბავშვის და კიდევ ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
"მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი