
ივანიშვილი ისრაელში მიდის
24-25 ივნისს ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრები გაიმართება ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან და იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-სთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ებრაელებთან.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები დღეს წმინდა ადგილებს მოილოცავენ.
კომენტარი