
"ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზღვაზე შტორმი" - ხვალ საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ იტყობინება:
9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა,ზოგან ნისლი და ქარბუქი.ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს
კომენტარი