
მგლების შემოსევა კახეთში
მგლების შემოსევა კახეთში - გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში აბო აბაიანის კუთვნილ ცხვრის ფარას გამთენიისას თავს მტაცებელი დაესხა და 4 სული ცხვარი დაგლიჯა.
ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოფელს ნადირი ზარალს აყენებს.
ადგილობრივი მოსახლეობა სამონადირეო ჯგუფების შექმნას და მგლის მოკვლაზე დაწესებული ჯარიმის გაუქმებას ითხოვს.
კომენტარი