
მოკლული ჟურნალისტის ოჯახი აცხადებს, რომ მკვლელს აპატიეს
მოკლული საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ოჯახი აცხადებს, რომ მკვლელებს დანაშაული აპატია. ამის შესახებ ჟურნალისტის ვაჟმა, სალაჰმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.
8 თებერვალს გაერომ თავისი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გამოძიების დასკვნის შედეგებს უარყოფს.
კომენტარი