
პარლამენტის ახალი თავმჯდომარე სკუტერს მისტირის - ნახეთ, რა იკითხა კახა კუჭავამ პირველად, როდესაც თანამდებობა მიიღო
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად ენატრება და ვერ ახერხებს, სკუტერით სიარულია.
გადაცემაში „ნოესთან“ კახა კუჭავამ მოჰყვა, რომ ერთ-ერთი პირველი კითხვა, რაც პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს იყო – შეძლებდა თუ არა ხანდახან სკუტერით მგზავრობას.
„მომიწია, სხვა გზა არ მაქვს, ეს არ არის ჩემი არჩევანი. სავალდებულო კომპონენტია, რომელიც თან ახლავს ამ პოზიციას. ერთ-ერთი პირველი რაც ვიკითხე ზუსტად ის იყო, რომ დაცვა სულ უნდა იყოს ჩემთან ერთად, მაგრამ ხომ შეიძლება, ხანდახან სკუტერითაც ვიმგზავრო-თქო. ვნახოთ, რამდენად შევძლებ პრაქტიკაში ამას, თუმცა მინდა, რა თქმა უნდა, როცა მომენატრება”, – ამბობს კახა კუჭავა.
კომენტარი