
ღარიბაშვილი საპატრულო პოლიციის იუბილეს დაესწრო
10 წელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან, - საიუბილეო თარიღი დეპარტამენტის თანამშრომლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
“მიგულეთ თქვენს რიგებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინაიდან კარგად ვიცი თქვენი მძიმე სამუშაო და მე ამას ვაფასებ”, - მიმართა პრემიერმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
10 წლის იუბილეს საპატრულო პოლიცია „ფორდ ინტერსეპტორის“ ახალი მანქანებით შეხვდა, რომლებიც სპეციალურად პოლიციისთვის არის შექმნილი.
კომენტარი