
პაკისტანში უშიშროების თანამშრომელთა მკვლელობის ამსახველი ვიდეო იპოვეს
პაკისტანის პოლიციის ცნობით, აღმოჩენილ იქნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მეამბოხეთა მიერ უშიშროების ძალების 15-მდე თანამშრომლის მკვლელობას ასახავს. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი გაკეთებულია ივნისის დამდეგს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ჰაიბერ-პახტუნჰვაში. კადრებზე აღბეჭდილია მეამბოხეების მიერ პოლიციელების დახვრეტის მომენტი. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ეს მასობრივი მკვლელობა ჩაიდენეს პაკისტანელმა თალიბებმა, რომლებიც ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს მოქმედებენ.
კომენტარი