
დიდ დიღომში ავტომობილებს ცეცხლი წაეკიდა
დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ დაშლილ ავტომობილებს ცეცლი წაეკიდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს დრონი.ჯი-ს, ხანძარი დაშლილ ავტომობილებს გაუჩნდათ, დაშავებულები კი არ არიან. ადგილზე მალევე იქნა მობილიზებული სახანძრო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.
კომენტარი