
საქართველოში 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 04:16 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა.
მისი სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდა იყო.
შეგახსენებთ, რომ სოფელ სამებასთან ბოლო ორი თვის მანძილზე მიწისძვრა თითქმის ყოველ კვირაში, ზოგჯერ კი დღეში რამდენჯერმეც ფიქსირდება.
კომენტარი