სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპროტესტო აქცია გურჯაანის რაიონში

აქცია გურჯაანის რაიონში – ვაზისუბნისა და შაშიანის მოსახლეობამ დღეს კომპენსაციების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მოაწყო.

ადგილობრივები ხელისუფლებას სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დაპირებული კომპენსაციების გაცემას სთხოვენ. გლეხები აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო ისინი საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ იწყებენ.

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად თელავი–ბაკურციხე–თბილისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვაც სცადა, მაგრამ საპატრულო პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილზე მივიდნენ გურჯაანის გამგეობის წარმომადგენლებიც, თუმცა როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, კომპენსაციების გაცემის ზუსტი თარიღის შესახებ მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი მაინც ვერ მიიღეს.

სტიქია კახეთში 19 ივლისს მოხდა. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა რეგიონში მაშინ ასობით ოჯახი დააზარალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100