სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინის თქმით, ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, "აუცილებელი ღონისძიებაა"

უკრაინაზე თვდასხმების პარალელურად, პუტინი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და თქვა, რომ რუსეთი SWIFT-იდან არ უნდა გააგდონ.

"მეჩვენება, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ ეს და არ დაისახოს ამოცანა, გამოგვიყვანონ ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, თუნდაც პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს შეზღუდვები იქნება", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო და რისკებიც გაანალიზებული ჰქონდა.

„ჩვენ ყველას და თქვენც გვესმის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ და ამა თუ იმ გზით მოვემზადეთ იმისთვის, რაც ახლა ხდება შეზღუდვებისა და სანქციების პოლიტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა პუტინმა.

თავის გამოსვლაში პუტინმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, "აუცილებელი ღონისძიებაა" და რუსეთს სხვაგვარად მოქმედების შანსი არ დარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100