სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოცდათოთხმეტთითა ინდოელი ბავშვი

ერთი წლის ინდოელმა ბიჭუნამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ალბათ გაინტერესებთ, როგორ: ახლახან დაიბადა და უკვე რეკორდი დაამყარა? ასეთი რა გააკეთა? სიმართლე კი ის არის, რომ მას არაფერი მოუმოქმედებია: ბავშვი უბრალოდ 34 თითით დაიბადა!

ერთი წლის აკშატ საკსენის 7-7 თითი აქვს ხელებზე და 10-10 თითი აქვს ფეხებზე.

მიუხედავად მისი ასაკისა, ბავშვმა უკვე გადაიტანა სერიოზული ოპერაციები. მისი თითების უმრავლესობა უფუნქციო იყო, სწორედ ამიტომ ისინი ამპუტაციას საჭიროებდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდი რაოდენობის ნეკა და შუა თითებისგან განსხვავებით, ბავშვს არ გააჩნია ცერა თითები. აღნიშნული სიტუაციის გამოსწორებაზე კი ექიმები ზრუნავენ.

ბიჭუნას დედა, ამირიტა საკსენა აღნიშნავს: „მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა აკშატი შემეძინა, რადგან იგი ჩემი პირველი შვილი იყო. მაგრამ მოგვიანებით, როცა მისი პაწაწინა ხელები და ფეხები დავინახე, გავოგნდი და ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე, მცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ერთ კვირაზე დიდი ხნის მანძილზე, არა მარტო მისი გამოკვება, არამედ მისი დანახვაც კი არ შემეძლო. გარკვეული დროის შემდეგ კი გავიაზრე, რომ იგი ჩემი ნაწილია და ზედმეტმა თითებმა, რომლებიც დიდხანს მაშინებდნენ, უბრალოდ მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და პირველი ადგილი დედობრივმა სიყვარულმა დაიკავა“.

ასეთი სიტუაცია მეცნიერებისთვის ცნობილია, როგორც პოლიდაქტილია - გენეტიკური ანატომიური პათოლოგია. ყველაზე ხშირად დამატებითი თითები გამოვლინდება ნეკა თითის გვერდით, ან საჩვენებელსა და ცერა თითს შორის.

მისის საკსენამ განაცხადა, რომ გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებისთვის მიმართვა მას ოჯახის ახლობელმა ურჩია. რომელმაც უთხრა, რომ რეკორდი შესაძლოა არ ჩაითვალოს, თუ აქშატს თითების ამპუტაციას ჩაუტარებენ მანამდე, სანამ ოფიციალური წარმომადგენლები მათ რაოდენობას დაადასტურებენ.

„მან სადღაც წაიკითხა, რომ ჩინეთში დაიბადა ბავში 31 თითით და მაშინვე ერთადერთად და უკონკურენციო რეკორდსმენად შერაცხეს. ამის საშუალებით კი მსოფლიო აღიარება და პოპულარობა მოიხვეჭა. ამის შემდეგ მან მითხრა, რომ მის ადგილას ჩემი ვაჟი უნდა იყოს, რომელსაც ჩინელ ახალშობილზე სამით მეტი თითი გააჩნია! ჩემთვის რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩემი შვილი, რომელიც მხოლოდ ერთი წლის წინ დაიბადა, უკვე ასეთი წარმატებული გახდა. მე მისით ვამაყობ!“ - აღნიშნა ბიჭუნას დედამ.

აკშატ საკსენამდე, რეკორდსმენად ჩინელი ბავშვი ითვლებოდა ექვსი წლის განმავლობაში. ამ უკანასკნელს ხელებზე 15, ფეხებზე კი 16 თითი გააჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100