სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაეროს მონაცემებით, შიდსით დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში აივის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. აივის ვირუსი მოგვიანებით შიდსს იწვევს.
დსდსფსდფსდ
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 56-მა ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა ინფიცირების ახალი შემთხვევები და დღეს მსოფლიოში შიდსის გავრცელების ტემპი შენელებულია. ბოლო 10 წლის მანძილზე ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა დაახლოებით 20 პროცენტით იკლო.
დსდსფსდფსდ
გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2009 წელს მსოფლიოში 2.6 მილიონი ადამიანი იქნა აივის ვირუსით ინფიცირებული. ეს მაჩვენებელი 1999 წლის მონაცემებთან შედარებით (3.1 მილიონი) შემცირდა. ასევე, ანგარიშის თანახმად, 2009 წელს ვირუსის შედეგად გამოწვეული დაავადებებით 1.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც 2004 წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი მეხუთედითაა შემცირებული. ამჟამად მსოფლიოში აივის ვირუსით ინფიცირებული 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ ანტი-რეტროვირუსული თერაპიით მკურნალობას.
დსდსფსდფსდ
ანგარიშის თანახმად, აფრიკის კონტინენტი ყველაზე მძიმე ვითარებაშია ინფექციის გავრცელების მხრივ. ახლად ინფიცირებული ადამიანების 69 პროცენტი სწორედ აფრიკის ქვეყნებზე მოდის. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, აქაც შეინიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა.
დსდსფსდფსდ
გაეროს ცნობით, აფრიკაში აივის ვირუსის გავრცელება ბოლო ხანებში სტაბილური ტემპით ხდება, ხოლო გარკვეულ ქვეყნებში კი კლებულობს. ასევე აღსანიშნავია, რომ შემცირდა ბავშვთა ინფიცრების მაჩვენებელიც.
დსდსფსდფსდ
აფრიკის 22 ქვეყანაში აივის ვირუსით ინფიცირება 25 პროცენტით შემცირდა და ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ეხება.
დსდსფსდფსდ
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ახალგაზრდები ნაკლებ სექსუალურ პარტნიორებთან ურთიერთობენ და მათი დაახლოებით 75 პროცენტი სქესობრივი კავშირის დროს თავს იცავს. ასევე აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ქვეყნებში ახალგაზრდები გაცილებით გვიან იწყებენ სქესობრივ კავშირებს, ვიდრე ადრე. ასე რომ ის ქცევა, რომელიც აქამდე რისკ-ფაქტორად ითვლებოდა შიდსის გავრცელების მხრივ, იცვლება.
დსდსფსდფსდ
სიახლეები, სამწუხაროდ, ყველგან დადებითი არ არის. ანგარიშის თანახმად, აივის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
დსდსფსდფსდ
აივის ვირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ამ რეგიონებში 2000 წლიდან 2009 წლამდე თითქმის გასამმაგდა. ეპიდემიის მსხვერპლი ძირითადად ნარკომანები, პროსტიტუციის მიმდევრები და ჰომოსექსუალი მამაკაცები არიან. ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთსა და უკრაინაში შეინიშნება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებსა და დასავლეთის სხვა მაღალშემოსავლიან სახელმწიფოებში პანდემიის საშიშროება გადავლილი არ არის. დასავლეთში აივის ვირუსის გადადების ყველაზე გავრცელებული ფორმა ჰომოსექსუალური ურთიერთოებებია. შეერთებულ შტატებში ვირუსის განსაკუთრებით მაღალი გავრცელების მაჩვენებელი აფროამერიკელებში, ხოლო კანადაში კი აბორიგენ მოსახლეობაში შეინიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100