
თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია
თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს იოსებ გაბრიაძეს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 20 აპრილს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასროლილმა ტყვიამ მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა საკუთარ სახლში იმსხვერპლა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა,იოსებ გაბრიაძემ საკუთარი სახლის აივნიდან დასახლებული კორპუსის მიმართულებით იარაღიდან გაისროლა.
საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
კომენტარი