34 დაღუპული და შეცდომით დაბომბილი ოჯახის 8 წევრი, რომელთაგან 5 ბავშვია
ხუთშაბათს, ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო რეიდის შედეგად, ერთ-ერთი ოჯახის 8 წევრი დაიღუპა . უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ღაზას სექტორში დაბომბვებს კი შეეწირა 34 ადამიანის სიცოხლე. მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი.
ალ-მუჯაჰიდენის მეჩეთში ასეულობით პალესტინელი შეიკრიბა, რათა დასწრებოდნენ სამგლოვიარო ცერემონიალს, სადაც ებრაული ავიაციის მიერ 8 გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა.
ისრაელის არმიის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ მათ შეცდომით დაბომბეს ღაზას სექტორში მდებარე ერთ-ერთი შენობა, რომელიც ისლამისტი ჯიჰადისტის შტაბში აერიათ. საავიაციო ჭურვებს შეეწირა უდანაშაულო ოჯახის 8 წევრი. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ოჯახის უფროსი, მისი ორივე ცოლი და 5 შვილი.
კომენტარი