ზვიად დევდარიანი ღირსების შელახვის გამო სასამართლოში იმ ქალებს უჩივის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ
სიდას ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს. მისი თქმით, სარჩელი შევა იმ ქალების წინააღმდეგ, ვინც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა და ამ თემის ტირაჟირებას უწყობდა ხელს:
"ორი კვირის წინ გადმომეცა სამი საჩივარი სახალხო დამცველისგან, ეს არის დაახლოებით 2-3-გვერდიანი ჭორაობა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, სადაც მოწმეები ამბობენ, რომ მათ ნამდვილად მოუყვნენ ამის შესახებ, ეს არის მაქსიმუმი. და ამ 2-3 გვერდიან განცხადებებზე 42-გვერდიანი უკუგებაა ჩემი მხრიდან მიცემული. თითოეულ აბზაცს, თითოეულ სიტყვას ვცემ მე პასუხს და ვამხელ ამ ადამიანებს სიცრუეში" - განაცხადა დევდარიანმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა 3 აპრილს განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ადვოკატი შსს-სგან ზვიად დევდარიანის სასწრაფოდ გამოკითხვას ითხოვდა.
კომენტარი