სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილის კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბვიშვილის განცხადებით, ის ამაყობს იმ პროგრამით, რომელიც მისი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო, თუმცა პროგრამის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდათ.

როგორც ჟურნალისტებს მერაბიშვილმა განუცხადა, ის ექვსასი ათასი ანკეტა, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში მომზადდა, არცერთ ჩიონოვნიკს არ უნახავს.

"საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში არათუ სამუაშაო ადგილები არ შექმნილა, არამედ 82 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, თუ მთავრობა ხალხის დასაქმებას მიხედავს, ეს ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100