სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურია ქმარს დაშორდა, თუმცა დაბადების დღეს მასთან და შვილთან ერთად ატარებს

ქეთა თოფურიამ დაბადების დღე ყოფილ ქმართან და ქალიშვილთან ერთად გაატარა. ქეთამ და ლევმა პატარა ოლივკა ერთად ასეირნეს. ვიდეოდან კარგად ჩანს, რომ წყვილს კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ჭორები "ა სტუდიოს" ქართველი სოლისტისა და მისი მეუღლის, ლევ გეიხმანის დაშორების თაობაზე. თუმცა წყვილი ამის შესახებ არ საუბრობდა. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღიარა თოფურიამ დაშორების შესახებ.
"ლევჩიკ, მადლობა შენ იმ ბედნიერებისთვის, რომელსაც ოლივია ჰქვია. მე შენ ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ერთად აღარ ვართ. ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვართ და ყოველთვის ასე იქნება, მე შენ მიყვარხარ" - წერდა ქეთა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100