სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

„ვენდის“ და „ დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს.

როგორც უკვე იცით, „ვენდი“ და „დანკინმა“ გაითვალისწინ ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს, რათა სრულად დაიცვას სოციალური დისტანციის წესები.

მიწოდების სერვისის წასახალისებლად, "ვოლტის" და "გლოვოს" მომხმარებლებისათვის, „ვენდისა“ და „დანკინის“ უგემრიელეს პროდუქტებზე მუდმივად სპეც შეთავაზებები და ფასდაკელებებია. ამჟამად "ვოლტით" „ვენდის“ პიცის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად 2 კოკა-კოლას იღებს, "გლოვოთი" "ვენდის" კომბოს შეძენის შემთხვევაში მოქმედებს -20% ფასდაკლება, “გლოვოთი” „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას მათ საჩუქრად ყავა ელით, “ვოლტით” „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას კი დონატი. ამის გარდა Drive Thru-ს მომხმარებლებს სასიამოვნო საჩუქრები შეხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100