თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისი, სადგურის მოედნის მიმდებარედ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს განცხადებას.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა:
"დამწვარია სასაწყობე ფართი 200-250 კვ. მ. ფართობი.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი არ გავრცელდა შენობაში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი" - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი