"სამსახურზე უარი ვთქვი, რადგან დამავალეს, რომ კორონავირუსით დაავადებულთათვის პირბადის გარეშე მემკურნალა"
CBS NEWS-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია ამერიკელი ექთანი, რომელმაც თავის სამსახურზე უარი თქვა მაშინ, როდესაც მოსთხოვეს, რომ კოვიდ 19-ით დაავადებულთათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ემკურნალოთ პირბადის გარეშე, რაზეც მან პირადი უსაფრთხოების გამო უარი განაცხადა.
„ამერიკა არ არის მზად. ექთნები არ არიან დაცულნი.მე დავტოვე დღეს ჩემი სამსახური. მას შემდეგ რაც მივედი საავადმყოფოში, დამავალეს covid 19-ით დაავადებული პაციენტის მკურნალობა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში, სადაც არც ერთი ექთანი არ ატარებდა პირბადეს. მე ჩემი N95-ის პირბადე მქონდა. ვუთხარი ჩემს მენეჯერს: მესმის, რომ მარაგების დეფიციტს განვიცდით, მაგრამ ნება მომეცი დავიცვა და უსაფრთხოდ ვიგრძნო ამით თავი“ – განაცხადა ვიდეომიმართვაში ამერიკელმა ექთანმა.
მისი განცხადებით, ამერიკა არ არის კორონავირუსთან საბრძოლველად მზად, არც ექთნები და სამედიცინო პერსონალია დაცული დაავადებისგან.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 367 650 შემთხვევაა, რომელთაგან 11 000-მდე ფატალური აღმოჩნდა.
კომენტარი