„უნაკლო სმარტფონი“ - გაინტერესებთ, რომელმა ტელეფონმა მიიღო მსგავსი შეფასება?
„თითქმის უნაკლო“ - ასე აფასებენ გამოცემა Neowin-ის ექსპერტები HUAWEI P30 სერიის სმარტფონების შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, ექსპერტი რიჩ ვუდსი შეფასების 10 ბალიანი სისტემიდან, უმაღლეს - 9,5 ქულას ანიჭებს და აცხადებს: „თუ გსურთ გქონდეთ, არაჩვეულებრივი კამერა და მომხმარებელზე მორგებული სმარტფონი, P30 სერია თქვენთვის საუკეთესო არჩევანია - შესაძლებლობას გაძლევს დაბალი განათებისა და დიდი დისტანციის პირობებშიც კი, საუკეთესო ფოტოები გადაიღოთ. HUAWEI P30 ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოწყობილობაა, რაც კი ოდესმე გამომიყენებია. მაგრამ ვაღიარებ, მას ზომით, ფორმით და დიზიანით - HUAWEI P30 Pro-ს ვამჯობინებდი“.
ერთი სიტყვით, HUAWEI P30 სერიის სმარტფონები კვლავ მსოფლიო
დონის გამოცემების ყურადღების ცენტრშია. აღტაცებას ვერ მალავენ Forbes-ის
ექსპერტებიც. ბენ სინი გამოცემა Forbes-ში
HUAWEI P30 Pro-ს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მოწყობილობას „ციფრული ფოტოების გარღვევას“ უწოდებს:
„ის, რასაcHUAWEI-მ მიაღწია,უნდა ვაღიაროთ.
არსებობენ მსხვილი ან/და მაღალშემოსავლიანი
კომპანიები, რომლებიც აქტიურად ხარჯავენ მილიონებს, რათა, მობილურ ფოტოგრაფიაში, გააუმჯობესონ გადაღების ხარისხი ცუდი განათების
დროს და
მაინც ვერ აღწევენ იმ შედეგებს, რასაც HUAWEI -მ ბოლო ერთ წელიწადში მიაღწია. კომპანია მკაფიოდ პოზიციონირებს
როგორც ტექნოლოგიური ლიდერი,
რომელიც ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით
საუკეთესოა და ამასთან ერთად, ბაზარზე უკონკურენტო“.
Linus-მა გამოცემა GizmoChina-ში განიხილა P30 და აღნიშნულ მოწყობილობას
რეკომენდაცია გაუწია. მასში მოსწონს სმარტფონის “კომპაქტური დიზაინი, არაჩვეულებრივი დისპლეი, უსწრაფესი
შესრულება, ელემენტის გამძლეობა და კამერის
კონფიგურაცია, რომელიც P30 Pro-საც კი უწევს კონკურენციას.”
“გარდა ამისა, HUAWEI
P30 არის სოლიდური ფლაგმანი, რომელსაც საკმაოდ ბევრი პრემიუმ ფუნქცია გააჩნია და
P30 Pro-ზე იაფია. სწორედ ამიტომ, ნამდვილად შეგვიძლია გირჩიოთ,” - ნათქვამია შეფასებაში.
შეგახსენებთ,
რომ კომპანია HUAWEI-მ მომხმარებლებს, ახალი
P30 სერიის სმარტფონები პარიზში, 26 მარტს
გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა. სრულიად განახლებული, მძლავრი
და ულტრა მგრძნობიარე კამერათა სისტემით,
HUAWEI P30 და HUAWEI P30 Pro რადიკალურად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს.
HUAWEI P30 სერიაში, ტრადიციულად, ლეიკასთან ერთად შექმნილი კამერათა სისტემა გვხვდება,
რომელიც უახლესი სენსორებისა და გამოსახულების ავტომატურ რეჟიმში დამუშავების ტექნოლოგიით,
პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობებს გვთავაზობს.
მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად
შექმნილი, 4
ძირითადი კამერის მქონე HUAWEI P30 Pro აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და
20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით. გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს 8 MP_იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც
უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ
უფრო მკვეთრ ფოკუსს, ფონი კი მრავალფეროვანი
ეფექტების დახმარებით, უფრო ბუნდოვანი ხდება.
P30
სერიაში ასევე გვხვდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით განბლოკვის შესაძლებლობა,
უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები. 40W-იანი უსწრაფესი დატენვის
ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით,
სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია მოგზაურობის მოყვარულთათვის.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს
თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი