სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არანაირი მერაბიშვილის გაყვანის კადრები მე არ მაქვს" - მირზა სუბელიანი

პროკურატორის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანმა ტელე იმედის ეთერში სატელეფონო ჩანაწერზე ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და მის ამ საქმეში რაიმე თანამონაწილეობაზე. დრონი.ჯი მირზა სუბელიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"არ ყოფილა არასდროს შემთხვევა, რომ მე ვიღაცა გადამემალოს. პირველი წუთებიდანვე ჩემი შვილი მივიყვანე მე საგამოძიებო ორგანოში, მე ვიყავი ჩემს შვილზე პასუხისმგებელი და არა სხვის შვილებზე. გამოძიება სწორედ ჩემი შვილის დაკითხვით დაიწყო. მე ვაჭრობას არ ვაპირებ, არ ვარ ის ადამიანი, რომ დავდგე და თავი ვიმართლო რამეში. სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება მაქვს, ვარ პოლკოვნიკი და ამდენი წელი ვემსახურები სახელმწიფოს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რაიმე პროცესუალურ შეცდომას დავუშვებდი? თუ საგამოძიებო ორგანო გადაწყვიტავს, რომ დამნაშავე ვარ, თვითონ გამოკვეთავენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მირჩევნია ვიყო მკვდარი და ეს ბავშვები იყვნენ ცოცხლები, დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია. გამოძებასთან რაიმე ტიპის შეხება მე 2014 წლიდან არ მქონია - მას შემდეგ, რაც წამოვედი გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან. არანაირი მერაბიშვილის გაყვანის კადრები მე არ მაქვს" - განაცხადა სუბელიანმა ჟურნალისტთან საუბარში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100