სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუს-ი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს მძევლები ჰყავთ აყვანილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირებს, რომელთა ასაყვანად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უკვე 15 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი.

თავის მხრივ, ადგილობრივების ნაწილის ინფორმაციით, სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი, რომლებიც მათივე მეზობლები არიან.

ამასთან, ადგილობრივთა ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს დიდი ოდენობით იარაღი კორპუსის სხვენში ჰქონდათ შენახული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100