„ტრიპოლი პოსტი": კადაფი ორ ვაჟთან ერთად ლიბიის დედაქალაქიდან გაიქცა
ტრიპოლიდან მიღებული ბოლო ცნობების თანახმად, ლიბიის დედაქალაქი უკვე დატოვეს მუამორ კადაფიმ და მისმა ორმა ვაჟმა. ამის შესახებ გამოცემა „ტრიპოლი პოსტი“ იუწყება. ლიბიის დეაქალაქიდან კადაფი და მისი ორი ვაჟი მას შემდეგ გაიქცნენ, რაც აჯანყებულები 40 კმ-ს მანძილზე მიუახლოვდნენ ტრიპოლის და წინსვლას აგრძელებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ტრიპოლის ნაწილს უკვე აკონტროლებენ აჯანყებულები და მათ ხელში გადავიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი.
აჯანყებულებმა ოპერაცია სახელწოდებით “Dawn of the Sea Pride” დღეს საღამოს დაიწყეს და მას ლიბიის დედაქალაქის გათავისუფლების ოპერაციას უწოდებენ.
კომენტარი