შსს-ს თანამშრომლებმა დრონი.ჯის გულწასულ ჟურნალისტს დახმარება აღმოუჩინეს
ზოოპარკსა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დრონი.ჯის ჟურნალისტს, ელა ლიონიძეს გული წაუვიდა და შსს-ს თანამშრომლებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ელა ლიონიძე: მზიურიდან ზოოპარკის მიმართულებით მოვდიოდი, შემოვიარეთ მთელი ვერეს ხეობა, ჩემი თვალით ვნახე საზარელი კადრები, ემოციურად და ფიზიკურადაც ისე გადავიღალე, ისე იმოქმედა ნანახმა ჩემზე, რომ ტრასაზე გული წამივიდა. საბედნიეროდ იქვე შსს-ს საგანგებო სსიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშორმელი იმყოფებოდა, რომელმაც მათ შტაბში გადამიყვანა და იქ პირველადი დახმარება აღმომიჩინეს. დიდი მადლობა მათ დახმარებისთვის, ისინი ნამდვილი გმირები არიან, რადგან არამხოლოდ უძლებენ ამ საშინელ სიტუაციას არამედ სხვებსაც ეხმარებიან. ამას დიდი ძალა სჭირდება, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი და მადლობა ღმერთს ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანები არსებობენ.
კომენტარი