სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მძულხარ უშრეტად და ეს გრძნობა, სიყვარულის და ვნების შვილია

ვერ დაგამთავრე,

ერთ მთლიანობად ვერ შევკარი ჩვენი მოთხრობა,

დასაწყისიც აქვს,

დასასრულიც,

თავიც და ბოლოც,

კარგ სათაურსაც მოუფიქრებდა ჭკვიანი კაცი.

პრაგმატულები აზროვნებენ,

გვყოფენ,

გვითვლიან,

მათ რაც იციან იმაზე მეტი თვითონაც ვიცი.

ვიცი რაც იყო

ვიცი რაც არის

და რაც იქნება...

პრაგმატულები აზროვნებენ,

გვყოფენ,

გვითვლიან,

მათემატიკა არის მათი ზედმეტად ზუსტი.

ტოლობის შემდეგ ისინი წერენ სიტყვას დასასრულს,

მე კი ვიცი, ვერც წახვალ და ვერც დარჩები

მე კი ვიცი, წავედი და კვლავ დავბრუნდები.

პრაგმატულები ხომ გრძნობებზე ცოტას ფიქრობენ

სწორედ ამიტომ ამბობენ რომ ეს სიყვარულია,

მე კი ვიცი, რომ შენ მძულხარ მთელი არსებით

მძულხარ უშრეტად და ეს გრძნობა,

სიყვარულის და ვნების შვილია.

და როცა სხვები ჩვენს გაყოფას დააპირებენ,

ეს სიძულვილი სიყვარულად შეინიღბება,

დაგიძახებს

და შენს კოცნას დაემონება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100