სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფი ტუნისში გაიქცა, ლიბია თავისუფალია?..

დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ცნობებს, რომ ლიბიის ლიდერი, მუამორ კადაფი ოჯახთან ერთად ტუნისში გაიქცა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნატოს ძალებმა უკვე ტრიპოლში მდებარე ობიექტებზე მიიტანეს გააფთრებული საჰაერო იერიში.

გუშინ, გვიან ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად ტრიპოლის პორტში მდგარი რამდებნიმე ხომალდი დაიბომბა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ მხოლოდ ამ იერიშის შედეგად კადაფის მომხრეთა 8 სამხედრო ხომალდი განადგურდა.

ინფორმაცია კადაფის ტუნისში გაქცევის შესახებ აშშ-ის სახდეპარტამენტმაც დაადასტურა. ჰილარი კლინტონის თქმით, კადაფის რეჟიმზე ზეწოლამ პიკს მიაღწია, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა, ტუნისში გაქცეულიყო.

ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება თებერვალში დაიწყო, რომელიც მასობრივ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მოგვიანებით, გაეროს რეზოლუციის საფუძველზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ კონფლიქტში ძალისმიერი გზით ჩარევის უფლება მიიღო და მას შემდეგ საჰაერო შეტევებს ახორციელებს. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100