ინდოეთში ორთავიანი ბავშვი დაიბადა (ფოტო, ვიდეო)
ინდოეთის 28 წლის მოქალაქემ, ურმილა შარმიმ ორთავიანი ბავშვი გააჩინა. დეილის მეილის ცნობით ახალშობილი გოგონას დეფექტის შესახებ მის დაბადებამდე არავინ არაფერი არ იცოდა, რადგან ირმილა შარმის ექისკოპიის გადასაღებად ფული არ ჰქონდა.
ექიმების განმარტავენ, რომ ექოსკოპიის შემთხვევაში ნაყოფის მდგომარეობა ადრეულ თვებშივე იქნებოდა შესამჩნევი და ისინი ქალს აბორტს გაუკეთებდნენ. ახლა კი გვიანია, ორთავიანი გოგონა უკვე დაიბადა და ის რეანიმაციაშია მოთავსებული. ახალშობილის ფიზიკური ნაკლის მიზეზად მუცელში სიამის ტყუპების არასწორად ანუ ერთ ნაყოფად განვითარება სახელდება. 28 წლის დედა შოკშია, არ იცის როგორ მოიქცეს, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი 2002 წელს ბრაზილიაშიც მოხდა, მაშინ ორთავიანმა ბავშვმა მხოლოდ ორი დღე იცოცხლა.
კომენტარი