სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმა თურმანს ქალიშვილი შეეძინა

დასავლური ყვითელი პრესა ინფორმაციას ავრცელებს, რომ კვირას უმა თურმანს მესამე შვილი შეეძინა. თუმცა, თავად ვარსკვლავს ამ სიახლეზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. როგორც ჟურნალისტებს მსახიობის ახლობელმა განუცხადა, თურმანსა და მის საქმროს, შვეიცარიელ ბიზნესმენ არპად ბიუსონს ქალიშვილი შეეძინათ.

ირნფორმაცია, უმა თურმანის ორსულობის შესახებ, თებერვალში გახდა ცნობილი.

41 წლის მსახიობს უკვე ორი შვილი ჰყავს – 10 წლის ლევონი და 14 წლის მაია, ეთან ჰოუკთან ქორწინებიდან. წყვილი 1998 წლის მაისში დაქორწინდა, ექვსი წლის შემდეგ კი დაშორდნენ.

1990 წელს უმა გარი ოლდმანს გაჰყვა ცოლად, თუმცა, წელიწადნახევრის შემდეგ წყვილი განქორწინდა.

თურმანი და ბიუსონი უკვე ხუთი წელია ერთმანეთს ხვდებიან.

წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ წყვილს მესამე შვილი არ სურდა. „ეს მათთვის სიურპრიზი იყო, თუმცა ძალიან გაუხარდათ“ – აცხადებს წყვილის ახლობელი ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100