სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე არაფრის მეშინია, თქვენც ნუ შეგეშინდებათ, ვარ მტკიცედ და მედგრად - სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს, რომელიც, სავარაუდოდ მის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანზეა გადაღებული.

ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ არაფრის ეშინია და მედგრად არის. ის მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფრის შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველანი ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად, იმისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ" - ამბობს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100