სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არასამთავრობო ორგანიზაციები ექსპერტებთან ერთად ხუდონჰესის შესახებ იმსჯელებენ"

პარასკევს, 7 თებერვალს, 12 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" გამართავს შეხვედრას, დისკუსიას საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან ექსპერტები ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ეკოლოგიის დარგში.

შეხვედრის მიზანია, საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტთან - ხუდონჰესთან დაკავშირებით. შეხვედრის მსვლელობისას, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები.

შეხვედრის მსვლელობისას ყველა მონაწილე მხარეს საშუალება ექნება პროექტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსიროს. არასამთავრობო სექტორის მხრიდან შემუშავებული იქნება გარკვეული რეკომენდაციები.

არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა, დაფუძნდა საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლის, მათი მნიშვნელობის განსაზღვრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს უკვე არსებული და მიმდინარე პროექტების შესწავლას, ახორციელებს დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე და გამოავლენს მათ ზეგავლენას - დადებით და ურაყოფით მხარეებს.

საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს, პრეზენტაციებს და გამოკითხვებს ქვეყნისთვის აქტუალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100