ომიკრონის ქვევარიანტი - ემუქრება თუ არა მსოფლიოს კიდევ ერთი კოვიდ ტალღა - euronews
მსოფლიოში კოვიდშეზღუდვების მოხსნის პარალელურად, სამეცნიერო საზოგადოებაში კიდევ ერთი კოვიდ ტალღა იწვევს შეშფოთებას. ომიკრონის ქვევარიანტი BA.2, რომელსაც „სტელს ომიკრონს“ უწოდებენ, ახლა მსოფლიოში კოვიდ 19-ის დომინანტ შტამად მიიჩნევა. ამის შესახებ გამოცემა euronews წერს. კვირეული ინფიცირების ნახევარზე მეტს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემების მიხედვით, BA.2-დან ინფიცირების მაჩვენებელი კვირაში 39%-თ გაიზარდა. ჩინეთშიც, კორონავირუსის ახალი ტალღა დაკავშირებულია BA.2-ის ქვევარიანტის გავრცელებასთან. მიმდინარე კვირაში ვირუსის შესაკავებლად დაიწყო ქვეყნის უდიდესი ქალაქის შანხაის ეტაპობრივი ჩაკეტვა. შანხაიში 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ომიკრონის BA.2 შტამი, რომელიც ითვლება უფრო გადამდებად, ვიდრე თავდაპირველი ომიკრონ ვარიანტი, იანვარში აღინიშნა 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, შვედეთსა და ინდოეთში. BA.2 ასე განსაკუთრებით იმიტომ იწვევს შიშს, რომ ის უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები და შესაბამისად საზოგადოებაშიც აქტიურად ვრცელდება. ამ დრომდე, დომინირებდა BA.1. თუმცა, ახლა უკვე BA.2 უფრო სწრაფად ვრცელდება და COVID-19-ის დომინანტური ფორმაც გახდა. ომიკრონის თავდაპირველ ვერსიას გააჩნდა სპეციფიკური გენეტიკური მახასიათებლები, რაც საშუალებას აძლევდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს სწრაფად განესხვავებინათ „დელტა“ შტამისგან გარკვეული PCR ტესტის გამოყენებით. თუმცა, BA.2-ს არ აქვს იგივე გენეტიკური თავისებურება. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული PCR ტესტით ჯერ კიდევ ახერხებენ BA.2 ვარიანტის აღმოჩენას, მათ შესაძლოა, ვერ განასხვავონ იგი „დელტა“ ვარიანტისგან. „ეს არ არის ის, რომ ტესტი არ აღმოაჩენს ამ შტამს, უბრალოდ, ის არ ჰგავს ომიკრონს” - განაცხადა ექიმმა უესლი ლონგმა. BA.2 შტამს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან დიდ ბრიტანეთში. ყურადღების მიქცევა დაიწყო იანვარში, როდესაც გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ იანვარში დაასახელა ის, როგორც გამოსაძიებელი ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება BA.2 ქვევარიანტით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს მომდევნო თვეებში, ვაქცინაცია ან უკვე გადატანილი ინფექცია უზრუნველყოფს ინფიცირებულ ადამიანს მძიმე დაავადებისგან. ამან შეიძლება შეამციროს იმის ალბათობა, რომ BA.2-მა გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ზრდა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იქნება თუ არა ინფიცირების კიდევ ერთი დამანგრეველი მატება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანია ვაქცინირებული ან ადრე დაინფიცირებული BA.1 შტამით.
კომენტარი