სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაში გრიპის ვირუსით დაავადებული ექვსი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აჭარაში გრიპის ვირუსით დაავადებული ექვსი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს 130 მოქალაქე გადის, მათგან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოძახებათა რაოდენობა გაიზარდა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრშიც, სადაც დღე-ღამის განმავლობაში 400-მდე გამოძახება ფიქსირდება.

აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, დროულად მიმართობ უახლოეს კლინიკას.

აჭარაში მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად მათ H1N1 ვირუსი დაუდასტურდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100