კახი კალაძეს, ბაშელებმა, „კუდით ქვა ასროლინეს“
წინ, ცნობილი „ავტოგოლისტი“ სოფელ ბაშის მცხოვრებლებს შეხვდა. უფრო სწორად, შეხვედრას ცდილობდა. ბაშელებმა, კახი კალაძეს, სამტრედიულად რომ ვთქვათ, „კუდით ქვა ასროლინეს“. მოსახლეობა გაღიზიანებული და გულნატკენი ჩანდა, კალაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებებით. ბაშელები, რამდენიმე კითხვაზე ითხოვდნენ ფეხბურთელისაგან პასუხს.
მთავარი კითხვა მაინც აგვისტოს ომს ეხებოდა. როგორც ცნობილია, კალაძემ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2008 წელს, ომი სქართველომ დაიწყო. მისი ეს განცხადება, კიდევ ერთი ავტოგოლი გახლდათ, ამჯერად არა საფეხბურთო, არამედ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. (თუ ცხადია, კალაძის ფაფხუნს, „მოღვაწეობა“ შეიძლება დავარქვათ). ბაშელების აგრესია, სწორედ, კალაძის ამ ფრაზით გახლდათ გამოწვეული.
კალაძე, რომელიც ფოტო–ობიექტივების წინ, მაცდურად ნაბავს ხოლმე თვალებს, სოფლის ხალხთან შეხვედრისას, ისე სათნოდ სულ არ გამოიყურებოდა, როგორც იმ ფოტოზე, რომელზეც ტანგით პოზირებს. იგი, საკმაოდ აგრესიული გახლდათ. ან რა გასაკვირია. გაიხსენეთ, როგორ აგინა დევნილებს, შიდა ქართლში ვიზიტისას. ბაშელებთან გინება ვერ გაბედა, მაგრამ მისი აგრესია თვალსაჩინო გახლდათ.
პრინციპში, ბაშელებთან გინება მას არ სჭირდებოდა, რადგან საამისოდ, სამტრედიელი კრიმინალი ცოტნე შენგელია ჰყავს. ცოტნე შენგელია, ოდესღაც სპორტსმენი გახლდათ, მაგრამ მერე კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდა და ნასამართლევს, ახლა ისღა დარჩენია, კალაძეს სდიოს კუდში. ცოტნე შენგელია, სამტრედიაში კახი კალაძის მარჯვენა ხელია. მას მხარს ის სამტრედიელი კრიმინალებიც უჭერენ, რომლებიც საქართველოში აღარ ცხოვრობენ. ცოტნე შენგელიას და მის მეუღლეს, არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად კახი კალაძეს მხარს იმიტომ უჭერენ რომ, მათ და მათმა ახლობელმა კრიმინალებმა ძველებურად შეძლონ საქართველოში თუ კონკრეტულად სამტრედიაში ცხოვრება.
წყარო: http://presa.ge/new/?m=politics&AID=18264
კომენტარი