სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტებმა ოკუპაციის ხაზზე ტრაქტორებისა და კამაზის მძღოლები დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპაციის ხაზზე ორი ტრაქტორისა და ერთი კამაზის მძღოლები დააკავეს. როგორც სააგენტო "პირWელს" გალის რაიონიდან აცნობეს, მათი დაკავება გვიან ღამით განხორციელდა.

"ერთ-ერთ ტრაქტორს ე.წ. საზღვარზე სამშენებლო მასალა გადაჰქონდა, მეორე კი წყალში ჩარჩენილი კამაზის ამოსაყვანად იყო მისული. ოკუპანტებმა სამივე მძღოლი დააკავეს და გალის პოლიციაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მათ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევთ", - განუცხადა "პირWელს" წყარომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100