ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაიშში პოლიციის მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. "ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით არიან მობილიზებულნი"- აცხადებენ შსს-ში.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული. მათი ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში გამთენიისას, 05:00 საათიდან გამოჩნდნენ, რაც სავარაუდოდ, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.
როგორც ჭუბერის, ისე ხაიშის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს აპროტესტებს, რის გამოც ამ დროისთვის ხაიშის ცენტრშია შეკრებილი.
კომენტარი