საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - 36 წლის ქალი დაიწვა და მეოთხე სართულიდან გადავარდა
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. 36 წლის ქალის ცხედარი სალონიკის ცენტრში, საცხოვრებელ სახლთან მდებარე გაზონზე იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც მას ცეცხლი ჯერ კიდევ ეკიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევა ეგნატიას ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, საქართველოს მოქალაქე ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. მომხდარი შემთხვევის გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ბერძნული მედია წერს, ახლოს მცხოვრებმა მამაკაცმა მძიმე საგნის დაცემის ხმა გაიგო და როდესაც ადგილზე მივიდა აღმოაჩინა ადამიანის ცხედარი, რომელსაც კვამლი ასდიოდა. თვითმხილველების თქმით, მათ გაზის ან რაიმე სხვა აფეთქების ხმა არ გაუგონიათ. ადგილზე მისულ მეხანძრეებს და პოლიციას ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
კომენტარი